ამერიკელი პოპვარსკვლავი Poppy სიმღერაზე X გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია მუსიკოსის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Am I a Girl? შედის, რომელიც გაყიდვაში 31 ოქტომბერს ჩაეშვა.
► მოუსმინეთ: Poppy - Play Destroy feat. Grimes
მორაია როუზ პერეირამ, ფსევდონიმით Poppy, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 23 წლის მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Lowlife და Moshi Moshi მოუტანა.
კომენტარები