Thumbnail
ფოტო: Edward Berthelot/GC Images

ქანიე ვესთის განცხადებას, რომ McDonald's მისი საყვარელი რესტორანია, Burger King-მა უპასუხა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ქანიე ვესთმა ორი დღის წინ ტვიტერზე აღნიშნა, რომ McDonald's მისი საყვარელი რესტორანია. მუსიკოსს სოციალურ ქსელში "მაკდონალდსის" მთავარი კონკურენტი Burger King გამოეხმაურა.

► "თავი სუპერმენი მგონია" - ქანიე ვესთი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა

► ნახეთ: ქანიე ვესთმა მისი მომავალი პოლიტიკური პარტიის სახელი გაამხილა

► "ქანიე ვესთი პიკასო არ არის" - ლეონარდ კოენის აქამდე გამოუქვეყნებელი ლექსი

"როგორც ჩანს, თვალები კვლავ დახუჭული აქვს", - დაწერა "ბურგერ კინგმა" ტვიტერზე.

 "ბევრ რამეს ხსნის", - დაამატა რესტორნების ქსელის ბრიტანულმა ფილიალმა.

ბოლო თვეების განმავლობაში ქანიემ არაერთი კონტროვერსული განცხადება გააკეთა. მის მოსაზრებას, რომ "მონობა არჩევანია", საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ამის გარდა, მუსიკოსი ტრამპის მხარდაჭერის გამო არაერთხელ გააკრიტიკეს.

► Kanye West: პოლიტიკისგან თავს შორს დავიჭერ

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 21 გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული