Thumbnail

ნახეთ: Spice Girls ბრუნდება

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ბრიტანული პოპ ჯგუფი Spice Girls ბრუნდება, თუმცა, არასრული შემადგენლობით. მუსიკოსები 2019 წლის ზაფხულში ტურნეს ვიქტორია ბექჰემის გარეშე გამართავენ. პირველი კონცერტი მანჩესტერში 1 ივნისს ჩატარდება. ამასთან დაკავშირებით კოლექტივმა ტვიტერზე სახალისო ვიდეო გაავრცელა.

არტისტები ვიქტორიასთან მოლაპარაკებებს თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა, მისი დათანხმება მაინც ვერ შეძლეს. მუსიკოსები ბექჰემზე იმდენად განაწყენდნენ, რომ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, მელ ბიმ ის ჰელოუინზე განასახიერა. მომღერალს ხელში ბანერი ეჭირა წარწერით "ტურნეში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ".

"სფაის გერლზის" დაბრუნებას ინგლისელი სუპერვარსკვლავი ადელი გამოეხმაურა. მან ინსტაგრამზე ბავშვობის ფოტო ატვირთა, რომელშიც ბენდის პოსტერების ფონზე პოზირებს. 

HA! This is how I feel right now! I AM READY ✌🏻

A post shared by Adele (@adele) on

"სფაის გერლზი" ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ბოლოს მუსიკოსები ერთად 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდნენ. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული