Thumbnail

რეპერ Mac Miller-ის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტის მალკოლმ ჯეიმს მაკკორმიკის, ფსევდონიმით Mac Miller, გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ნარკოტიკებით ზედოზირება გახლავთ. ლოს ანჯელესის ოლქის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 26 წლის მუსიკოსის სხეულში ოპიოიდური საშუალება ფენტანილი, ასევე, კოკაინი და ალკოჰოლი აღმოაჩინეს.

► 26 წლის რეპერი Mac Miller გარდაცვლილი იპოვეს 

► მოუსმინეთ: Mac Miller-მა ალბომი Swimming გაავრცელა

► ნახეთ: Mac Miller-მა გადაცემაში Tiny Desk Concert სამი ტრეკი ცოცხლად შეასრულა

მაკ მილერი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 7 სექტემბერს კალიფორნიაში, საკუთარ სახლში იპოვეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ფენტანილს ემსხვერპლნენ ლეგენდარული მუსიკოსები პრინსი, ტომ პეტი და რეპერი ლილ ფიფი.

26 წლის პიტსბურგელი მუსიკოსის შემოქმედება 4 ალბომს აერთიანებს. მათ შორის ყველაზე წარმატებული პირველი, Blue Slide Park გახლავთ, რომელიც ბილბორდის მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან მაკ მილერმა სტუდიური ჩანაწერი დამოუკიდებლად, ლეიბლის გარეშე გაავრცელა. ლეგენდარული ჰიპ ჰოპ გაერთიანების Tha Dogg Pound 1995 წლის ალბომის Dogg Food შემდეგ, მალკოლმი პირველი რეპერი იყო, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. 2016 წელს მაკმა გაყიდვაში მისი ბოლო ნამუშევარი The Divine Feminine ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული