Thumbnail

ქუთაისელი ჰიპ ჰოპ არტისტი ნიკა ბიწაძე, ფსევდონიმით Pajo, ახალ კომპოზიციას "დარჩი სტუდიაში" და მასზე გადაღებულ შავ-თეთრ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში მისი ახალგაზრდა კოლეგა თორნიკე ჭურაძე, იგივე Phantom მონაწილეობს. კლიპის ავტორი რობი შირაქაძეა.

ნიკამ და თორნიკემ კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლეს. არტისტებმა მიმდინარე წლის აგვისტოში კოლაბორაციული ტრეკი "ინსპირაცია" გაავრცელეს. მანამდე კი მათ მსმენელებს "ხმა ანდერიდან", "ჩვენ'ეული სტროფებით", "თეზისური ესკიზი" და სხვა კომპოზიციები შესთავაზეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული