Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Cafe-Gallery: Zurkin | Sumo

13 ნოემბერი ( სამშაბათი)

კვირის დასაწყისში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღამის კლუბი ქართველ  არტისტებს მასპინძლობს. სამშაბათს კაფე "გალერეის" სცენას Vodkast Records-ის ერთ-ერთი დამაარსებელი, Zurkin დაიკავებს. დიჯეი, რომლის სეტებიც ძირითადად ჰაუს ჟღერადობაზეა ორიენტირებული.

მასთან ერთად სამშაბათს "გალერის" სტუმრებს კიდევ ერთი ქართველი არტისტის, შოთიკო წვერავას, სასცენო სახელით Sumo, მოსმენა შეეძლებათ. 

4. ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია თბილისის ოპერაში

14 ნოემბერი (ოთხშაბათი) 

ოთხშაბათს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას მოუსმენთ. ეს გერმანელი კომპოზიტორის უკანასკნელი დასრულებული ნაწარმოებია, რომლის პრემიერაც 1824 წელს შედგა. 

ღონისძიებაში მონაწილეობას სოპრანოები ნინო სურგულაძე და იანო ალიბეგაშვილი მიიღებენ. მაყურებელთა წინაშე ასევე ტენორი არმაზ დარაშვილი და ბანი გიორგი ანდღულაძე წარდგებიან. ორკესტრს თეატრის მუსიკალური დირექტორი, მაესტრო დანიელ ორენი უხელმძღვანელებს. ნაწარმოები განახლებულ ოპერის თეატრში პირველად სრულდება. 

3. Mtkvarze: Tornado Wallace | JD J | Hatsvali | Rati | Audio Space

16 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს კლუბი "მტკვარზე" ავსტრიელ დიჯეისა და პროდუსერს, Tornado Wallace-ს მასპინძლობს. ბერლინში მოღვაწე არტისტის შემოქმედება ძირითადად დიფ ჰაუსთან ასოცირდება.  

16 ნოემბერს კლუბში მისული მსმენელების წინაშე ასევე ქართველი არტისტები JD J და Hatsvali წარდგებიან, პატარა ოთახში კი Mzesumzira-ს რეზიდენტები Rati და Audio Space დაუკრავენ. 

2. BASSIANI / HOROOM: DVS1 | Freddy K | HVL | Hamatsuki

16 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს თბილისისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კლუბში ტექნო სცენის ვეტერანები Freddy K და DVS1 დაუკრავენ. ეს უკანასკნელი მსმენელთა წინაშე Bassiani/Horoom-ის რეზიდენტის სტატუსით უკვე მეორედ წარდგება. 

"ჰორუმის" ოთახი კი ადგილობრივი სცენის წარმომადგენლებს, HVL-სა და Hamatsuki-ს დაეთმობა. 

1. KHIDI: Falling Ethics Night - P.E.A.R.L. | Tensal |Sevda | Toke | Kura

16 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს ვახუშტის ხიდის ქვეშ მდებარე კლუბში გერმანული ტექნო ლეიბლის, Falling Ethics-ის შოუქეისი გაიმართება. მსმენელთა  წინაშე ლეიბლის დამაარსებელი და KHIDI-ს რეზიდენტი, ბერლინში მოღვაწე ესპანელი არტისტი P.E.A.R.L., ასევე ესპანელი დიჯეი Héctor Sandoval პროექტით Tensal წარდგებიან.

G2-ში კლუბის სტუმრები ლადუკა ნინუას პროექტს Sevda მოუსმენენ. მასთან ერთად ასევე დიჯეები Toke და Kura დაუკრავენ. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული