Thumbnail

Avril Lavigne: რატომ ფიქრობენ, რომ მოვკვდი და ორეული მყავს?

კანადელი მუსიკოსი Avril Lavigne შეთქმულების თეორიას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის 2003 წელს გარდაიცვალა და ამჟამად ავრილ ლავინის სახელით მისი ორეული მოღვაწეობს. 

► ნახეთ: Avril Lavigne-მა სიმღერაზე Head Above Water ვიდეოკლიპი გადაიღო

თეორიის თანახმად, "ნამდვილი" ავრილისა და მომღერლის სახელით მოღვაწე ადამიანის ფიზიკური მონაცემები, განსაკუთრებით სიმაღლე და სახის ნაკვთები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამასთან, თაყვანისმცემლების ნაწილს მეორე ალბომის Under My Skin (კანქვეშ) სახელწოდებაც უცნაურად ეჩვენებათ, რომელზეც არტისტი "სიკვდილამდე" მცირე ხნით ადრე მუშაობდა. მათი მოსაზრებით, მუსიკოსმა უეცრად თავს დატეხილ პოპულარობას ვერ გაუძლო, ამიტომაც, ორეული, მელისა ვანდელა მოძებნა, რომელიც საზოგადოებაში მის ნაცვლად უნდა გამოჩენილიყო. გარდაცვალების შემდეგ კი ავრილ ლავინის ადგილი სწორედ მელისამ დაიკავა.

მომღერალს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი წარსულში არ გაუკეთებია. მას ცოტა ხნის წინ ავსტრალიური რადიოსადგურიდან KIIS დაუკავშირდნენ. 

"დიახ, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ნამდვილი ავრილი არ ვარ, რაც ძალიან უცნაურია. საერთოდ არ მესმის, რატომ ფიქრობენ ასე", - განაცხადა მუსიკოსმა.

ერთ-ერთმა წამყვანმა გადაცემის დასრულების შემდეგ აღნიშნა: "პასუხის გაცემისას ავრილს ხმა უწყდებოდა, შემდეგ ღილაკებზე თითიც დაეჭირა. უცნაურია, რომ ეს მელისას შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა. შესაძლოა, უბრალოდ, დამთხვევაა".

ავრილ ლავინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მას განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Complicated, Girlfriend და Sk8er Boi მოუტანა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული