Thumbnail

ნახეთ: Flatbush Zombies კომპოზიციის New World Order ვიდეორგოლს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კომპოზიციის New World Order გავრცელებიდან რამდენიმე საათში ნიუ იორკულმა ჰიპ ჰოპ ჯგუფმა Flatbush Zombies ამავე ნამუშევარზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკის პროდიუსერი კოლექტივის ერთ-ერთი წევრი, ერიკ ელიოტი გახლავთ.

ჯგუფი 2010 წელს ბრუკლინში ჩამოყალიბდა. ფართო საზოგადოებამ კოლექტივი 2013 წლის მიქსტეიპით BetterOffDEAD გაიცნო. 2014 წელს ფლეთბუშმა კიდევ ერთ ნიუ იორკულ გაერთიანებასთან, The Underachievers-თან ერთად EP სახელწოდებით Clockwork Indigo გამოუშვა. დღემდე "ზომბებმა" გაყიდვაში ორი სტუდიური ალბომი ჩაუშვეს. ბოლო ჩანაწერი Vacation In Hell მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა. ნამუშევარმა კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული