Thumbnail

ნახეთ: რეპერი Vince Staples კომპოზიციის FUN! ვიდეორგოლს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კომპტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Vince Staples-მა მისი ახალი ალბომის FM! პრომოუშენის მიზნით კომპოზიციაზე FUN! გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში რეპერის ვეტერანი კალიფორნიელი კოლეგა E-40 მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: რეპერი Vince Staples ახალ ალბომს FM! ავრცელებს

კარიერის დასაწყისში ვინსენტ ჯამალ სთეიფლსი პოპულარული კოლეგის, Tyler, the Creator-ის მიერ დაარსებული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Odd Future-ის წევრებთან თანამშრომლობდა. 2013 წელს კი მან და მაკ მილერმა ერთობლივი მიქსტეიპი Stolen Youth გამოუშვეს. დღემდე რეპერს ორი ალბომი Summertime '06 და Big Fish Theory ჰქონდა გავრცელებული. მისი შემოქმედება ელექტრონული მუსიკისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული