Thumbnail

ნახეთ: რეპერი Rich The Kid კომპოზიციის Mo Paper ვიდეორგოლს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა რეპერმა დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, ტრეკზე Mo Paper გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიციაში მისი კომპტონელი კოლეგა YG-იც მონაწილეობს. ჩანაწერი დიმიტრის მომავალი ალბომის State Of Emergency ერთ-ერთი სინგლია.

► ნახეთ: Rich The Kid - Nasty 

► ნახეთ: Rich The Kid-მა კომპოზიციაზე Leave Me კლიპი გადაიღო

► Rich The Kid: ჩემი შეყვარებული რიანასა და კიმ კარდაშიანზე სექსუალურია

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული