Thumbnail

მოუსმინეთ: რეპერი Vince Staples ახალ ალბომს FM! ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა კომპტონელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Vince Staples-მა ალბომი FM! გაავრცელა. მუსიკოსის რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი 13 კომპოზიციას აერთიანებს. ჩანაწერის ფარგლებში ვინსმა ძირითადად კალიფორნიელ არტისტებთან ითანამშრომლა. ნამუშევარში მასთან ერთად E-40, Jay Rock, Ty Dolla Sign, Tyga, Earl Sweatshirt, Kamaiyah და მომღერალი Kehlani მონაწილეობენ.

კარიერის დასაწყისში ვინსენტ ჯამალ სთეიფლსი პოპულარული კოლეგის, Tyler, the Creator-ის მიერ დაარსებული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Odd Future-ის წევრებთან თანამშრომლობდა. 2013 წელს კი მან და მაკ მილერმა ერთობლივი მიქსტეიპი Stolen Youth გამოუშვეს. დღემდე რეპერს ორი ალბომი Summertime '06 და Big Fish Theory ჰქონდა გავრცელებული. მისი შემოქმედება ელექტრონული მუსიკისა და ჰიპ ჰოპის სინთეზია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული