Thumbnail

მოუსმინეთ: EXO ახალი ალბომი Don't Mess Up My Tempo გამოუშვა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული ჯგუფი EXO რიგით მეხუთე სტუდიურ ალბომს Don't Mess Up My Tempo  ავრცელებს. ჩანაწერი 11 კომპოზიციას აერთიანებს. 2016 წლის შემდეგ ეს პირველი ნამუშევარია, რომელშიც ბენდის წევრი, ლეი მონაწილეობს. არტისტი ორი წლის განმავლობაში სოლო კარიერით იყო დაკავებული, თუმცა, კოლექტივში მაინც ირიცხებოდა.

► ნახეთ: EXO-მ ახალი სიმღერა Tempo გაავრცელა

► ნახეთ: EXO-ს Lay სიმღერაზე Namanana გადაღებულ კლიპს ავრცელებს

► ნახეთ: EXO-ს წევრი სეჰუნი ბრენდის Ermenegildo Zegna ახალი სახეა 

აღსანიშნავია, რომ ალბომი, წინასწარი შეკვეთის მეშვეობით, მილიონზე მეტმა მსმენელმა უკვე შეიძინა.

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის Mnet დაჯილდოების თხუთმეტგზის  გამარჯვებული კოლექტივი სეულში 2012 წელს ჩამოყალიბდა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კეიპოპ პროექტად ითვლება. შარშან EXO-მ რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი The War გამოუშვა, რომელმაც 2017 წელს ბილბორდის მსოფლიო ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ წელს ჯგუფმა სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონგჩანგში გამართული ზამთრის ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე იმღერა. ბიჭებმა ღონისძიებაზე ჰიტები Growl და Power შეასრულეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული