კლუბ Bassiani-ს რეზიდენტმა, წარმოშობით ესპანელმა დიჯეიმ Héctor Oaks ახალი ტრეკი As We Were Saying გაავრცელა. კომპოზიცია მის მომავალ, ამავე სახელწოდების LP-ში იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 7 დეკემბერს ჩაეშვება. ჩანაწერს Bassiani Records გამოსცემს.
► Bassiani Records-ი Héctor Oaks-ის ახალ LP-ის As We Were Saying გამოუშვებს
Hector Oaks ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერია. დღესდღეობით ის ტექნო სცენაზე საკმაოდ მოთხოვნადი არტისტია. მუსიკოსი 2018 წლიდან Bassiani/Horoom-ის რეზიდენტია.
კომენტარები