Thumbnail

ჰელოუინი ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღესასწაულისთვის მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ემზადება და კოსტიუმსაც დიდი ყურადღებით არჩევს. 

► მუსიკა და ჰელოუინი

გთავაზობთ იმ მუსიკოსების ფოტოებს, რომლებმაც წლევანდელ ჰელოუინზე საინტერესო კოსტიუმები მოირგეს.

Halsey

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა ჰოლზიმ ჰელოუინისთვის DC კომიქსების ერთ-ერთი გმირი, შხამიანი სურო (Poison Ivy) განასახიერა.

Mariah Carey

მერაია ქერიმ სექსუალური ექთნის როლი მოირგო.

Rihanna

ბარბადოსელმა სუპერვარსკვლავმა ჰელოუნისთვის ლატექსის კოსტიუმი შეარჩია. 

Ciara

სიარამ დღესასწაულისთვის მარველის კომიქსის "შავი პანტერას" ერთ-ერთი პერსონაჟის, ნაკიას სამოსი მოირგო.

Harry Styles

ჰარიმ არჩევანი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის ცნობილ სასცენო კოსტიუმზე შეაჩერა.

Beyoncé

ბიონსემ ტონი ბრექსტონის 1993 წლის ალბომის გარეკანის ალტერნატიული ვერსია შექმნა.

Rita Ora

ინგლისელმა მომღერალმა, რიტა ორამ რეპერი Post Malone განასახიერა. 

YG

რეპერი ვაიჯი მაიკლ ჯექსონის მსგავსად გამოეწყო.

John Legend

ჯონ ლეჯენდმა გადაწყვიტა, წელს უფლისწულის კოსტიუმი მოერგო. 

Luis Fonsi

Despacito-ს შემსრულებელმა, პუერტორიკოელმა ლუის ფონსიმ კი კაპიტანი "კაუჭა" განასახიერა. 

G-Eazy

რეპერი ჯი-იზი DC Comics-ის გმირის, ორსახას (Two-Face) როლში მოგვევლინა.

Katy Perry

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა, კეტი პერიმ წელს თავი ზარმაცას სასაცილო კოსტიუმით დაგვამახსოვრა. 

Justin Timberlake

ჯასტინ ტიმბერლეიკმა ოჯახის წევრებთან ერთად ლეგოს სათამაშოების ფორმა მოირგო. 

Avril Lavigne

კანადელი პოპვარსკვლავი წელს მეკობრის როლში მოგვევლინა. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული