Thumbnail

ოქტომბერი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2018 წლის ოქტომბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას: 

ნახე სრული ფლეილისტი

10. J.I.D - Working Out

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი დესთინ რუთი, ფსევდონიმით J.I.D, მუსიკალურ პლატფორმა Colors-ს ესტუმრა და გადაცემაში Color Show ახალი კომპოზიცია Working Out ცოცხლად შეასრულა. ჩანაწერი ატლანტელი მუსიკოსის მომავალი მიქსტეიპის DiCaprio 2 რიგით მეორე სინგლია.

9. Cake - Sinking Ship

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკული ჯგუფი Cake მსმენელებს ახალი სიმღერით Sinking Ship და მასზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოთი დაუბრუნდა. ბენდის წევრებმა ისიც განაცხადეს, რომ სხვა ჩანაწერებზეც მუშაობენ და არც მორიგი სტუდიური ალბომის გამოცემა გამორიცხეს.

8. Beach House - Alien

ოქტომბერში ამერიკულმა დრიმ პოპ დუეტმა Beach House ახალი სიმღერა Alien და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. კომპოზიცია მიშელ ლეგრანისა და ალექს სკელის ბოლო ალბომში "7" შესული სინგლის Lose Your Smile ბი-საიდია.

7. Thundercat feat. BadBadNotGood & Flying Lotus - King of the Hill

ამერიკელმა მულტიინსტრუმენტალისტმა Thundercat ახალი სინგლი King of the Hill გაავრცელა. კომპოზიციაზე მან კანადურ ჯგუფთან BadBadNotGood და მუსიკოს Flying Lotus-თან ერთად იმუშავა. ტრეკი ლეიბლ Brainfeeder-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩაწერილ ალბომში Brainfeeder X შედის, რომელიც გაყიდვაში 16 ნოემბერს ჩაეშვება.

6. Thomas Bangalter - Riga Take 5

ფრანგმა მუსიკოსმა ტომა ბანგალტერმა ახალი კომპოზიცია Riga Take 5 გაავრცელა. ლეგენდარული დუეტის, Daft Punk-ის წევრმა 14-წუთიანი დარქ ტექნო ტრეკი ლატვიური ფილმისთვის Riga (Take 1) დაწერა.

5. Newa - One

ქართველმა დიჯეიმ და პროდიუსერმა ანა კუბლაშვილმა, სასცენო სახელით Newa, ახალი ტრეკი One გაავრცელა. ჩანაწერი ესპანურმა ლეიბლმა Semantica Records გამოსცა. 

4. J. Cole & Rapsody - Sojourner

ჩრდილოკაროლინელი რეპერი მარიანა ევანსი, სასცენო სახელით Rapsody, მსმენელს ახალი კომპოზიციით Sojourner დაუბრუნდა. ჩანაწერში მისი პოპულარული კოლეგა J. Cole მონაწილეობს, ტრეკის ინსტრუმენტალი კი გრემის მფლობელ ვეტერან ჰიპ ჰოპ პროდიუსერს, 9th Wonder-ს ეკუთვნის. 

3. Yann Tiersen - Tempelhof

ფრანგმა მუსიკოსმა იან ტირსენმა ახალი კომპოზიცია Tempelhof გაავრცელა. არტისტმა ასევე რიგით მეათე ალბომი All დააანონსა. ნამუშევარი გაყიდვაში 2019 წლის 25 თებერვალს ჩაეშვება. მარტში ტირსენი ჩანაწერის მხარდასაჭერ ტურნესაც გამართავს.

2. Brian Eno with Kevin Shields - The Weight оf History

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ბრაიან ინომ პოპულარული როკ ჯგუფის, My Bloody Valentine-ის ფრონტმენთან, კევინ შილდსთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია The Weight оf History გაავრცელა. ტრეკი არტისტების მიერ სპეციალურად Record Store Day 2018-ისთვის გამოცემულ ვინილზეა წარმოდგენილი. 

1. Curren$y & Freddie Gibbs - Tapatio 

ოქტომბრის მიწურულს ინდიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფრედრიკ ტიპტონმა, სასცენო სახელით Freddie Gibbs და მისმა ლუიზიანელმა კოლეგამ შანტე სკოტ ფრანკლინმა, ფსევდონიმით Currensy, ერთობლივი ალბომი Fetti გაავრცელეს. კომპოზიციების ინსტრუმენტალი ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო პროდიუსერს The Alchemist ეკუთვნის. Tapatio კი ამ ჩანაწერის გამორჩეული ტრეკია. 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული