Thumbnail
ფოტო: Popmusic

ნახეთ: თბილისის ოპერაში "ქეთო და კოტეს" პრემიერა გაიმართა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტეს" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი რევაზ ტაკიძეა, რეჟისორი ვანო ხუციშვილი, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი. წარმოდგენაში მონაწილეობა ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" მოცეკვავეებმაც მიიღეს. ქეთოსა და კოტეს პარტიები მარიანა ბერიძემ და არმაზ დარაშვილმა შეასრულეს.

► ნახეთ: "ქეთო და კოტეს" პრემიერა თბილისის ოპერაში

"ქეთო და კოტეს" პრემიერა თბილისის ოპერაში

🎵თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ვიქტორ დოლიძის "ქეთო და კოტეს" პრემიერა გაიმართა. 👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Wednesday, 31 October 2018

 

"ქეთო და კოტე" პირველი ქართული კომიკური ოპერაა. ვიქტორ დოლიძემ ნაწარმოები 27 წლის ასაკში დაწერა, სპექტაკლის პრემიერა კი 1919 წელს შედგა. მაყურებლებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოდგენის ნახვის შესაძლებლობა 3, 4, 6 და 7 ნოემბერსაც ექნებათ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული