Thumbnail

Bassiani Records-ი Héctor Oaks-ის ახალ LP-ის As We Were Saying გამოუშვებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, გერმანელი დიჯეი Héctor Oaks ახალ LP-ის სახელწოდებით As We Were Saying გამოუშვებს. ჩანაწერში 11 ტრეკი იქნება წარმოდგენილი. ნამუშევარი Bassiani Records-ის პირველი LP იქნება, რომელიც გაყიდვაში 7 დეკემბერს ჩაეშვება.

"HOROOM-ში შესრულებული დაუვიწყარი სეტებითა და მაისის რეპრესიული მოვლენებით შთაგონებული ალბომი საპროტესტო მუხტითაა გაჯერებული", - აცხადებს ლეიბლი.

As We Were Saying - BASLP01

Bassiani Records-ის პირველ LP-ს წარადგენს BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი Héctor Oaks. HOROOM-ში შესრულებული დაუვიწყარი სეტებითა და მაისის რეპრესიული მოვლენებით შთაგონებული ალბომი საპროტესტო მუხტითაა გაჯერებული. ალბომში შესულია 11 კომპოზიცია, რომლებიც ჩვენი დროის რევოლუციის საუნდტრეკია. Hector Oaks-ისთვის, ეს ჩანაწერი არის დინამოს სტადიონის მიწისქვეშეთში არსებული სულისკვეთების გამოხატულება. მისი აზრით, ეს არის ხმა იმ თაობისა, რომელმაც თავისუფლება ცეკვაში იპოვა. „As We Were Saying” ეძღვნება ყველას, ვისაც ამ სულისკვეთებასთან ღრმა და ემოციური კავშირი აქვს. ________________________________ Our first LP is presented by our deeply appreciated resident Héctor Oaks. Taking inspiration from his marathon sets in Bassiani’s second floor, Höroom, and the 11th of May in Tbilisi, the techno staple crafted his own take on contemporary dance music. “As We Were Saying” is an unapologetic collection of heartfelt, powerful techno. Crafted by a vinyl lover for dancing purposes, its arrangement and composition fits both, club or as an energizing home listening. This is the soundtrack for our revolution. “The 11 tracks are a portrayal of the spirit captured in the vaults of the Dinamo Stadium. From my point of view, this is the voice of a generation that found it’s freedom in raving. To all of you my Georgian brothers and sisters, and anybody who felt touched by this. As we were saying: we dance together. One of you.” ________________________________ Héctor Oaks - As We Were Saying BASSIANI Records. Available as 2x12" (LP) or digitally in the usual platforms. Preorder: https://hectoroaks.bandcamp.com/album/as-we-were-saying

Posted by BASSIANI on Tuesday, October 30, 2018

 

Hector Oaks ბერლინში მოღვაწე დიჯეი და პროდიუსერია. დღესდღეობით ის ტექნო სცენაზე საკმაოდ მოთხოვნადი არტისტია. მუსიკოსი 2018 წლიდან BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული