Thumbnail

ამერიკელი პოპვარსკვლავი Poppy ახალ სინგლს Play Destroy ავრცელებს. კომპოზიცია კანადელ არტისტთან, Grimes-თან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი ფოფის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში Am I a Girl? შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

► ნახეთ: Grimes-მა ანიმაციური სერიალისთვის Hilda მუსიკალური თემა შექმნა

► ნახეთ: კეიპოპ ჯგუფმა Loona yyxy და Grimes-მა ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს

მორაია როუზ პერეირამ, ფსევდონიმით Poppy, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 23 წლის მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Lowlife და Moshi Moshi მოუტანა. 

კლერ ელის ბუშემ, სასცენო სახელით Grimes, კარიერა 2007 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება არენბის, დრიმპოპსა და ელექტრონიკას აერთიანებს. არტისტმა დღემდე 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა და ამდენჯერვე დაეუფლა Juno Awards-ის პრესტიჟულ ჯილდოს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული