Thumbnail

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა, ლანა დელ რეიმ ნიუ იორკში კომპანია Apple-ის მიერ გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. არტისტმა საღამოზე ახალი სიმღერა How to Disappear შეასრულა. არტისტს აკომპანირებას მუსიკოსი ჯეკ ანტონოფი უწევდა. ნამუშევარი მომღერლის რიგით მეექვსე სტუდიურ ალბომში Norman Fucking Rockwell შევა, რომელიც გაყიდვაში 2019 წელს ჩაეშვება.

► ნახეთ: Lana Del Rey-მ Machine Gun Kelly-სთან ჩაწერილი ტრეკის ნაწყვეტი გაავრცელა

► მამაკაცს, რომელსაც ლანა დელ რეის დევნაში ადანაშაულებდნენ, 1 წელი მიუსაჯეს

► ნახეთ: Lana Del Rey-მ კომპოზიციაზე Venice Bitch კლიპი გადაიღო

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული