Thumbnail

ნახეთ: რეპერები Tyga და Nicki Minaj კომპოზიციის Dip ვიდეორგოლს ავრცელებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი მაიკლ რეი სტივენსონი, სასცენო სახელით Tyga, რომელმაც წლების შემდეგ პოპულარობის მოპოვება კვლავ შეძლო, მსმენელს კომპოზიციის Dip რემიქსზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის ალტერნატიულ ვერსიაში თაიგას მეგობარი, ცნობილი ნიუ იორკელი რეპერი Nicki Minaj მონაწილეობს.

► მოუსმინეთ: Tyga - Shine Feat. Swae Lee 

► ნახეთ: რეპერებმა Tyga-მ და Offset-მა ჯიმი კიმელის შოუში ჰიტი Taste შეასრულეს 

► ნახეთ: რეპერმა Tyga ახალი კომპოზიციები Dip და Swap Meet გაავრცელა

აღსანიშნავია, რომ კოლეგებმა ლეიბლში Cash Money ყოფნისას, არაერთ ტრეკზე ითანამაშრომლეს.

მაიკლმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. რეპერმა კარიერის პიკს 2010-იან წლებში მიაღწია. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. მიმდინარე წლის დასაწყისში რეპერმა ბოლო სტუდიური ნამუშევარი Kyoto გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული