Thumbnail

ნახეთ: ჰიპ ჰოპ არტისტმა Buddy კომპოზიცია Trouble On Central ცოცხლად შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი და არენბი შემსრულებელი სიმი სიმს III, ფსევდონიმით Buddy, ჯიმი ფელონის პოპულარულ გადაცემას ეწვია. შოუში კომპტონელმა რეპერმა კომპოზიცია Trouble On Central ცოცხლად შეასრულა. ნამუშევრის პროდიუსერი ცნობილი მუსიკოსი Scoop DeVille გახლავთ.

ბადიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მიწურულს დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსი ლეგენდარულმა არტისტმა, ფარელ უილიამსმა შეამჩნია და ლეიბლში I Am Other გააწევრიანა. რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 18 წლის ასაკში გახდა, როდესაც ფარელის პროდიუსირებით კომპოზიცია Awesome Awesome გაავრცელა. მიმდინარე წლის 20 ივლისს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Harlan & Alondra ჩაუშვა, რომელმაც კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული