Thumbnail

ნახეთ: Janelle Monae-მ სიმღერა Make Me Feel ცოცხლად შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი ჯანელ მონე სტივენ კოლბერის The Late Show-ს სტუმრობდა. მუსიკოსმა გადაცემაში სიმღერა Make Me Feel შეასრულა. კომპოზიცია არტისტის რიგით მესამე სტუდიურ ალბომში Dirty Computer შედის, რომელიც გაყიდვაში მიმდინარე წლის 27 აპრილს ჩაეშვა და ბილბორდის ჩარტში მეექვსე პოზიციაც დაიკავა.

მუსიკოსმა და მსახიობმა ჯანელ მონემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Q.U.E.E.N. Yoga და PrimeTime მოუტანა. შემსრულებელმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Erykah Badu, Fun და Grimes.

კომენტარები

ბოლოს დამატებული