Thumbnail

ვეტერანი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ პროდიუსერი დანიელ ალან მამანი, ფსევდონიმით The Alchemist, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გავრცელებულ ახალ ჩანაწერს Fork In The Pot სთავაზობს. კომპოზიციაში ნიუ იორკელი რეპერები Conway და Westside Gunn, ასევე, კალიფორნიელი Schoolboy Q მონაწილეობენ. ტრეკი დანიელის მომავალი ალბომის 94' Ghost Shit 12 სინგლია, რომელიც გაყიდვაში 2 ნოემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: Wiz Khalifa - Universal Studios (Prod. By The Alchemist) 

ალქემისთის მუსიკალური კარიერა სათავეს 1993 წლიდან იღებს. არტისტის დისკოგრაფია 3 სტუდიურ ალბომსა და 60-ზე მეტ პროექტს აერთიანებს. მის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან Eminem, Dilated Peoples, G-Unit, Mobb Deep, B-Real, Nas, KRS-One, Snoop Dogg, Pusha T და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული