Thumbnail

ატლანტელმა რეპერმა დიმიტრი ლესლი როჯერმა, ფსევდონიმით Rich The Kid, ახალი ტრეკი Mo Paper გაავრცელა. ჩანაწერში ასევე კალიფორნიელი არტისტი YG მონაწილეობს. კომპოზიცია დიმიტრის მომავალი ალბომის State Of Emergency ერთ-ერთი სინგლია. სტუდიური ნამუშევარი 2 ნოემბერს გავრცელდება.

► ნახეთ: Rich The Kid - Nasty 

► ნახეთ: Rich The Kid-მა კომპოზიციაზე Leave Me კლიპი გადაიღო

► Rich The Kid: ჩემი შეყვარებული რიანასა და კიმ კარდაშიანზე სექსუალურია

შემსრულებელმა მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომამდე The World Is Yours, მისი შემოქმედება რამდენიმე ოფიციალურ მიქსტეიპსა და Migos-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებს აერთიანებდა. პირველი სტუდიური ნამუშევრის სინგლებმა, ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე Plug Walk-მა და ქენდრიქ ლამარის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ New Freezer, მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული