Thumbnail

ნახეთ: შინეიდ ო'კონორმა ისლამი მიიღო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ირლანდიელმა მუსიკოსმა შინეიდ ო'კონორმა ისლამი მიიღო. არტისტმა, რომელმაც 2017 წელს სახელი შეიცვალა და მაგდა დევიტი დაირქვა, სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა. მომღერალი სურათებზე ჰიჯაბში გამოწყობილია აღბეჭდილი. შემსრულებლის თქმით, ის საკუთარი გადაწყვეტილებით ბედნიერია.

► მოუსმინეთ: შინეიდ ო'კონორმა 4-წლიანი პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა Milestones გამოუშვა

ყოფილმა კათოლიკემ, რომელსაც 1999 წელს საფრანგეთში სასულიერო პირის სტატუსი მიანიჭეს, თაყვანისმცემლებს ასევე აცნობა, რომ მან სახელი კიდევ ერთხელ შეიცვალა და შუჰადა დაირქვა.

"ვამაყობ, რომ მუსლიმი გავხდი. თეოლოგიით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი საბოლოოდ ამ ნაბიჯს დგამს", - აღნიშნავს არტისტი. 

51 წლის მომღერალმა ტვიტერზე ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ის აზანს (მუსლიმებში სავალდებულო ლოცვისკენ მოწოდება) ასრულებს.

შინეიდ ო'კონორმა მუსიკალური კარიერა 1986 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარული ამერიკელი არტისტის, პრინსის სიმღერის Nothing Compares To You განახლებული ვერსიის შესრულებით გახდა. მუსიკოსი აქტიურადაა ჩართული ქალებსა და ბავშვებზე მიმართული ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიებში. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული