Thumbnail

მუსიკალურ პლატფორმებზე გარდაცვლილი არტისტის, ჯასეი ონფროის, ფსევდონიმით XXXTentacion და რეპერ Lil Pump-ის ახალი კომპოზიცია Arms Around You გავრცელდა. ჩანაწერში ჰიპ ჰოპ დუეტის Rae Sremmurd წევრი Swae Lee და პოპულარული კოლუმბიელი მუსიკოსი Maluma მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი ცნობილი დიჯეი Skrillex გახლავთ.

► ფარულ ჩანაწერში რეპერი XXXTenacion ორსულ მეგობარ გოგონაზე ძალადობას აღიარებს 

► ნახეთ: Lil Pump-მა XXXTentacion-ის პატივსაცემად ტატუ დაიხატა

აღსანიშნავია, რომ ექს ექს ექს ტენტასიონის სემპლი ცოტა ხნის წინ საკუთარ კომპოზიციაში Don't Cry რეპერმა, ლილ უეინმაც გამოიყენა.

მოუსმინეთ: Lil Wayne - Don’t Cry Feat. XXXTentacion

20 წლის ჯასეი ონფროი 18 ივნისს ფლორიდაში, საკუთარ ავტომანქანაში, გაძარცვის მცდელობისას მოკლეს. რეპერმა კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის 17 (2017) და ? (2018) გამოცემა მოასწრო.

ლილ ფამფმა კი მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Lil Pump ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის მთავარი ტრეკი ორმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Gucci Gang გახლავთ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული