Thumbnail

მოუსმინეთ: კელვინ ჰარისმა და ნორმანიმ ერთობლივი EP გაავრცელეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

შოტლანდიელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, კელვინ ჰარისმა ამერიკელ მომღერალ ნორმანისთან ერთად 2-ტრეკიანი მინიალბომი Normani x Calvin Harris გაავრცელა. კომპოზიცია Checklist მუსიკოსებმა აფროპოპისა და რეგეის შემსრულებელთან, Wizkid-თან ერთად ჩაწერეს.

► ნახეთ: Calvin Harris-მა და Sam Smith-მა სიმღერაზე Promises ვიდეოკლიპი გადაიღეს

ადამ რიჩარდ ვაილსმა, სასცენო სახელით Calvin Harris, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Summer, This Is What You Came For და I Need Your Love მოუტანა. მიმდინარე წელს არტისტმა თაყვანისცემლებს ინგლისელ პოპვარსკვლავ დუა ლიპასთან ერთად ჩაწერილი სინგლი One Kiss და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი შესთავაზა.

ნორმანი ჰამილტონმა კი შემოქმედებითი კარიერა 2011 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პოპულარობა ჯგუფ Fifth Harmony-ში მოღვაწეობით მოიპოვა, რომელშიც ერთ დროს კუბელი ვარსკვლავი, კამილა კაბეიოც მღეროდა. აღსანიშნავია, რომ DJ Khalid-თან ერთად ჩაწერილმა სინგლმა Love Lies "ბილბორდის" ცხელ ასეულში მეცხრე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული