Thumbnail

მოუსმინეთ: ბენ სტილერის პანკ ჯგუფმა სიმღერის Confusion განახლებული ვერსია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი კომიკოსისა და მსახიობის, ბენ სტილერის პანკ როკ ჯგუფი Capital Punishment 80-იან წლებში გამოცემული სიმღერის Confusion განახლებულ ვერსიას ავრცელებს. ჩანაწერი არტისტების EP-ში Roadkill შევა, რომელიც გაყიდვაში 23 ნოემბერს ჩაეშვება.

► მოუსმინეთ: მსახიობ ბენ სტილერის პანკ ჯგუფის Capital Punishment ალბომის დელუქს ვერსია გამოიცა

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში სტილერის ბენდმა 1982 წლის ალბომის Roadkill ბოქს-სეტი გამოუშვა. მომავალ EP-ში კი ამავე ნამუშევარში შესული რამდენიმე ტრეკის განახლებული ვერსია გაერთიანდება.

Capital Punishment მანჰეტენზე მდებარე The Calhoun School-ის სტუდენტებმა 1979 წელს შექმნეს. ბენდში ბენ სტილერი დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული