Thumbnail

ნახეთ: BTS-ის წევრების, V-სა და Suga-ს პარიზში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS რიგით მესამე მსოფლიო ტურნეს Love Yourself ფარგლებში საფრანგეთს სტუმრობდა. კოლექტივმა მისი წევრების, V-სა და Suga-ს პარიზში მოგზაურობის ამსახველი ფოტოები გაავრცელა. 

► მოუსმინეთ: BTS-ის RM ახალ მიქსტეიპს Mono ავრცელებს

► ნახეთ: BTS-ის RM-მა ახალი სინგლი Forever Rain გამოუშვა

► ნახეთ: BTS-ის დებიუტი ბრიტანეთის სატელევიზიო ეთერში

ვიმ დედაქალაქის ქუჩებში გაისეირნა და ეიფელის კოშკის ფონზე სურათები გადაიღო. შუგამ კი ფრანგული ღვინოს დაგემოვნების შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ჯგუფმა საფრანგეთში სულ ორი კონცერტი გამართა, რომელთაც ჯამში 80,000 ადამიანი დაესწრო. ამჟამად ბიჭები სეულში იმყოფებიან. 13 ნოემბერს ისინი უკვე იაპონელი თაყვანისცემლების წინაშე წარდგებიან.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული