Thumbnail

ახალი რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. ჰელოუინის ღამე კაფე "გალერეაში" 

30 ოქტომბერი (სამშაბათი)

სამშაბათს, 30 ოქტომბერს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღამის კლუბში ჰელოუინის ღამეა. ივენთზე მისული სტუმრები ამ მხიარული დღესასწაულის აღნიშვნის გარდა, ტრადიციულად ხარისხიანი მუსიკის მოსმენასაც შეძლებენ. მათ წინაშე Autumn Tree [Leon] და Cyber J წარდგებიან.  

Autumn Tree ქართული ტექნო სცენის ვეტერანების, დუეტ Greenbeam and Leon-ის წევრების, ლეონ ლოლიშვილისა და აჩი თაბუკაშვილის ჰაუს პროექტია. ჯეი სებუა, იგივე Cyber J კი ახალგაზრდა ქართველი დიჯეი და პროდიუსერია. 


4. Mtkvarze: Evan Baggs | Vagara | Pasha | Skyra | Tade

2 ნოემბერი (პარასკევი)

2 ნოემბერს კლუბი "მტკვარზე" პოპულარულ ბერლინელ დიჯეის, Evan Baggs-ს მასპინძლობს. ნიუ იორკში დაბადებული არტისტის შემოქმედება მინიმალ ჰაუსთან და ტექნოსთან ასოცირდება. მუსიკის უბადლო სელექტორის მრავალსაათიანი სესიები ჟანრის მოყვარულთათვის კარგად ცნობილ "ვიზიონერსა" და "პანორამა ბარში" დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა მათთვის, ვისაც მის ივენთებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცა. 

პარასკევს მსმენელთა წინაშე ასევე ამერიკელი არტისტი Vagara და ადგილობრივი სცენის წარმომადგენელი ირაკლი მიქელაძე, სასცენო სახელით Pasha წარდგებიან. პატარა ოთახში კი ქართველი არტისტები Skyra და Tade დაუკრავენ.


3. BASSIANI / HOROOM: Roman Flugel | Kancheli | Kote Japaridze | Lilith.

2 ნოემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბასიანის" სტუმარი ელექტრონული სცენის ლეგენდა, გერმანელი დიჯეი და პროდუსერი Roman Flügel იქნება. არაერთი ცნობილი პროექტის შექმნელი, რომელთა შორისაა Roman IV, Acid Test, Eight Miles High, Soylent Green და სხვა, მსმენელთა წინაშე კლუბის მთავარ სცენაზე 2 ნოემბერს წადგება. 

გერმანელი არტისტის გარდა, "ბასიანში" ადგილობრივი ტექნო სცენის წარმომადგენელი, კლუბის რეზიდენტი Kancheli დაუკრავს. "ჰორუმის" ოთახში კი მსმენელთა წინაშე ქართველი დიჯეები ხატია ტყავაშვილი, სასცენო სახელით Lilith. და Kote Japaridze წარდგებიან. 


2. Cafe-Gallery: Berika | Jorjick

2 ნოემბერი (პარასკევი)

2 ნოემბერს "გალერის" სცენას ქართველი დიჯეები დაიკავებენ. კლუბის სტუმრების წინაშე ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, გიორგი ჟორჟოლიანი, სასცენო სახელით Jorjick წარდგება. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოღვაწე არტისტის შემოქმედება მინიმალის, ტექნოსა და ექსპერიმენტული მუსიკის ნაზავია. 

Berika კი ახალგაზრდა დიჯეისა და პროდიუსერის, ლეიბლ Icontrax-ის დამაარსებლის, ირაკლი ბერიკაშვილის პროექტია, რომელიც ძირითადად ინდასტრიალ, დროუნ და ტექნო ჟღერადობაზეა ორიენტირებული.


1. KHIDI: III სართულის გახსნა / Hospital Productions-ის შოუქეისი

2-3 ნოემბერი (პარასკევი / შაბათი)

2 და 3 ნოემბერს Red Bull Music და KHIDI წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ლეიბლის, Hospital Productions-ის შოუქეისს. კლუბის მთავარ სცენაზე მსმენელთა წინაშე ექვსი არტისტი - Nathan Fake, Ron Morelli, Becka Diamond, Ancient Methods, Vatican Shadow და Volvox წარდგება.

პარასკევს KHIDI-ს მესამე სართულზე თანამედროვე ხელოვნების სივრცე ბერლინელი ფოტოგრაფის, სვენ მარქარდის გამოფენით გაიხსნება. ექსპოზიციის დათვალიერების პარალელურად, კლუბის სტუმრებს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, დომინიკ ფერნოუს ცნობილი პროექტის, Prurient-ის ლაივის მოსმენა შეეძლებათ. 


 

კომენტარები

ბოლოს დამატებული