Thumbnail

ნახეთ: რეპერ Meek Mill-ის ახალი კომპოზიციების ნაწყვეტები გავრცელდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ფილადელფიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა რობერტ უილიამსმა, ფსევდონიმით Meek Mill, ინსტაგრამზე ახალი კომპოზიციის ნაწყვეტი გაავრცელა. ვიდეოდან ცნობილი გახდა, რომ პოპულარულმა რეპერმა ჩანაწერში ლეგენდარული ნიუ იორკელი კოლეგის, DMX-ის 1998 წლის ჰიტის Ready To Meet Him სემპლი გამოიყენა.

► რეპერი Meek Mill ახალ ალბომს აანონსებს

► შესაძლოა, Meek Mill-მა და J. Cole-მა ერთობლივი კომპოზიცია გამოუშვან 

► ნახეთ: Drake-სა და Meek Mill-ს შორის დაპირისპირება დასრულდა 

ამის გარდა, მიქ მილთან ერთად ჩაწერილი ახალი ტრეკის ნაწყვეტი სოციალურ ქსელში პოპულარულმა რეპერმა, Cardi B-იმ გამოაქვეყნა. 

რობერტ უილიამსი ახალ ალბომზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ისეთ მუსიკოსებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: J. Cole, Fabolous, Russ, Ed Sheeran და სხვები. ვარაუდობენ, რომ სტუდიური ჩანაწერი გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაეშვება.

მიკ მილმა მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Dreams & Nightmares 2012 წელს გავრცელდა. ჩანაწერი კომერციულად საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალევე გახდა ოქროს სტატუსის მფლობელი. შარშან არტისტმა მორიგი ნამუშევარი Wins & Losses გამოუშვა, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიციაც Issues გახლავთ. სოლო შემოქმედების პარალელურად, რობერტი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Maybach Music Group წევრიცაა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული