Thumbnail

ქართველი ჰიპ ჰოპ არტისტი ლუკა კვარაცხელია, სასცენო სახელით Kid L, ახალ კომპოზიციას "ინდიგო" და მასზე გადაღებულ მუსიკალურ ვიდეოს ავრცელებს. ჩანაწერის პროდიუსერი თავად ქიდ ელი გახლავთ, ვიზუალური ნამუშევარი კი ARTRoom-ს ეკუთვნის.

► მოუსმინეთ: Kid L & Young Mic - არ ვშიშობ 

ლუკა კვარაცხელია ახალბედა მუსიკოსია, რომელიც მსმენელმა დაახლოებით ერთი წლის წინ გაიცნო. მისი შემოქმედება რამდენიმე ნამუშევარს აერთიანებს. მათ შორისაა ტრეკები "მე ვადნობ", "იმპულში" და "ზეცისკენ სწრაფვა".

კომენტარები

ბოლოს დამატებული