Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: თბილისში Lebanon Hanover-ის კონცერტი გაიმართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

თბილისში პროექტ "მუზამეს" ორგანიზებით დარქვეივ დუეტის, Lebanon Hanover-ის კონცერტი გაიმართა. Spacehall-ში შეკრებილმა მუსიკის მოყვარულებმა ახალ ალბომში Let Them Be Alien წარმოდგენილ სიმღერებთან ერთად, ჯგუფის ჰიტებიც მოისმინეს. მათი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია Gallowdance კი ღონისძიების სტუმრებმა მუსიკოსებთან ერთად შეასრულეს.

"შესანიშნავი პუბლიკა იყო. თბილისში გამართული კონცერტი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელია. ყველაფერი ძალიან მოგვეწონა. მადლობა მობრძანებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. ჩვენ ამის დიდი სურვილი გვაქვს", - განაცხადეს არტისტებმა popmusic-თან საუბარში.

დუეტმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მუსიკოსების თქმით, პროექტი მორიგ სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომლის რამდენიმე კომპოზიციაც  უკვე მზადაა. როგორც არტისტები ვარაუდობენ, ჩანაწერი 2019 წელს გამოიცემა.

Lebanon Hanover-ის კონცერტი Spacehall-ში

🎶 20 ოქტომბერს თბილისში, SPACEHALL-ში დარქვეივ პროექტის Lebanon Hanover-ის კონცერტი გაიმართა. მუსიკოსები საქართველოს მსოფლიო ტურნეს True Romantics ფარგლებში ეწვივნენ. 🎞️👇 ნახე ვიდეო

Posted by popmusic on Monday, October 22, 2018

 

Lebanon Hanover შვეიცარიელმა ლარისა აისგლესმა და ბრიტანელმა უილიამ მეიბილეინმა 2010 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტს ამ დრომდე 7 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. მათი ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია Gallowdance და Hollow Sky. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული