Thumbnail

ნახეთ: Sam Smith-მა სიმღერები Too Good At Goodbyes და Pray ცოცხლად შეასრულა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ინგლისელი სუპერვარსკვლავი სემ სმიტი ტელეპროექტს Austin City Limits სტუმრობდა. მუსიკოსმა გადაცემაში ჰიტები Pray და Too Good At Goodbyes შეასრულა. ორივე კომპოზიცია არტისტის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში The Thrill of It All შედის. ჩანაწერი გაყიდვაში შარშან ჩაეშვა და ბილბორდის ჩარტის ლიდერობაც არავის დაუთმო.

ნახეთ: Calvin Harris-მა და Sam Smith-მა სიმღერაზე Promises ვიდეოკლიპი გადაიღეს

► სემ სმიტი: მაიკლ ჯექსონი არ მიყვარს

მომღერლის სრული კონცერტის ვიდეოჩანაწერი 20 ოქტომბერს გავრცელდება.

სემ სმიტმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. არტისტი ცნობილი 2012 წელს, ბრიტანულ ელექტრონულ დუეტთან, Disclosure-თან ერთად ჩაწერილი სინგლით Latch გახდა. 4 გრემის მფლობელი მუსიკოსი კომპოზიციისთვის Writing's on the Wall, რომელიც ჯეიმს ბონდის 24-ე ნაწილის Spectre მუსიკალური თემა იყო, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელიც გახდა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული