Thumbnail

ნახეთ: EXO-ს Lay სიმღერაზე Namanana გადაღებულ კლიპს ავრცელებს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

სამხრეთკორეული ჯგუფის EXO-ს წევრი ლეი სიმღერაზე Namanana გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. კომპოზიცია არტისტის ამავე სახელწოდების მქონე რიგით მეორე სოლო ალბომში შედის, რომელიც გაყიდვაში 19 ოქტომბერს ჩაეშვა.

► ნახეთ: EXO-ს ლეიმ და ალან უოქერმა Sheep-ის რემიქსზე ვიდეოკლიპი გადაიღეს

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის დასაწყისში მუსიკოსმა თაყვანისცემლებს ახალი ჩანაწერიდან ტრეკზე Give Me A Chance შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი შესთავაზა.

ლეიმ ფართო საზოგადოების ყურადღება 2005 წელს, პოპულარულ სატელევიზიო შოუში "ვარსკლავების აკადემია" მონაწილეობის პერიოდში მიიპყრო. ჩინური წარმოშობის მუსიკოსი სამხრეთ კორეაში მოღვაწეობს და 2012 წლიდან ბოიბენდ "ექსოს" წევრია. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული