Thumbnail

ნახეთ: Jennifer Lopez-მა ახალი სიმღერის თიზერი გაავრცელა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი ახალი სიმღერის თიზერს ავრცელებს. არტისტმა ინსტაგრამზე გადასაღები მოედნიდან ვიდეო ატვირთა, რომელიც კომპოზიციის კლიპზე მუშაობის პროცესს ასახავს.

► ნახეთ: Jennifer Lopez-ი კომპოზიციის Dance Again შესრულებისას წაიქცა

► ნახეთ: Jennifer Lopez-მა აბაზანაში სიმღერაზე Dinero იცეკვა

ტრეკი პუერტორიკოელ რეპერ Bad Bunny-სთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევრის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

#musicanueva @badbunnypr

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

ჯეილომ წელს თაყვანისცემლებს ორი ახალი სინგლი Dinero და El Anillo შესთავაზა. კომპოზიციები, სავარაუდოდ, მუსიკოსის რიგით მერვე სტუდიურ ალბომში შევა, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 75 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მსოფლიო პოპულარობა ვარსკვლავს სადებიუტო სინგლმა If You Had My Love მოუტანა. 1999 წელს სიმღერა მუსიკალური ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული