Thumbnail

ნახეთ: Martin Garrix-მა და Mike Shinoda-მ ტრეკის Waiting For Tomorrow კლიპი გაავრცელეს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილმა ნიდერლანდელმა არტისტმა, მარტინ გარიქსმა კომპოზიციაზე Waiting For Tomorrow გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ტრეკი დიჯეი პირს ფალტონთან და ამერიკული როკ ჯგუფის Linkin Park-ის წევრთან, მაიკ შინოდასთან ერთადაა ჩაწერილი. ნამუშევარი გარიქსის რიგით მესამე EP-ში Bylaw შედის, რომელიც გაყიდვაში დღეს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: Martin Garrix-მა ახალი ჩანაწერი Bylaw გამოუშვა

 ნახეთ: Martin Garrix-მა კომპოზიციაზე Access კლიპი გადაიღო

► ნახეთ: Martin Garrix-მა ტრეკზე Latency ვიდეორგოლი გადაიღო

მარტინის შემოქმედება EDM-სა და ჰაუსს აერთიანებს. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Animals მოუტანა, რომელიც 2013 წელს გაყიდვების ლიდერი გახდა. მასზე გადაღებულმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. 2017 წელს დიჯეი საქართველოში Gem Fest-ის ჰედლაინერიც იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული