Thumbnail

ნახეთ: ტომ იორკმა ახალი კომპოზიცია Hands off the Antarctic გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ტომ იორკმა ახალი კომპოზიცია Hands off the Antarctic და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გაავრცელა. ტრეკი გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია Greenpeace-სთან თანამშრომლობით ჩაიწერა. ნამუშევარი გლობალური დათბობის წინააღმდეგ არის მიმართული.

► მოუსმინეთ: ტომ იორკმა ახალი კომპოზიცია Volk გაავრცელა

► ნახეთ: ტომ იორკმა Suspiria-ს მორიგი საუნდტრეკი Has Ended გაავრცელა

► ნახეთ: ტომ იორკმა ახალი სიმღერა Suspirium გამოუშვა

კლიპში ანტარქტიდის კადრებია გამოყენებული, რომლებიც ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ კონტინენტზე 3-თვიანი ექსპედიციის დროს გადაიღო.

ტომ იორკმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს დაიწყო. ის ლეგენდარული ჯგუფის, Radiohead-ის ფრონტმენია. მუსიკოსს ბენდთან ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული. აღსანიშნავია, რომ ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone არტისტი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორისაც დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული