Thumbnail

ნახეთ: ხატია ბუნიათიშვილის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გავრცელდა

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ცნობილი ტელეარხის Arte ეთერში დოკუმენტური ფილმი "48 საათი საქართველოში ხატია ბუნიათიშვილთან და ზუბინ მეტასთან ერთად" გავიდა. რეჟისორ ჰოლგერ ფხოისეს კინოსურათი ქართველი პიანისტისა და ებრაელი დირიჟორის თანამშრომლობაზე მოგვითხრობს. 

► ნახეთ: თბილისში ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი გაიმართა

► ხატია ბუნიათიშვილი აზიურ ტურნეს გამართავს

ნამუშევარი ხატიას, მეტასა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის რეპეტიციას ასახავს, რომელიც მუსიკოსებმა 2017 წელს, წინანდლის ახალაშენებულ ამფითეატრში შოუს გამართვამდე, თბილისში გაიარეს. ბუნიათიშვილმა საღამოზე რობერტ შუმანის საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული ღონისძიებით საფუძველი ჩაეყარა წინანდლის საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალს, რომელიც 2019 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება.

ხატიამ ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკიდან დაიწყო და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან პიანისტად ითვლება. მას კონცერტები ისეთ ცნობილ დარბაზებში გაუმართავს, როგორებიცაა კარნეგი-ჰოლი (ნიუ იორკი) და შანზ-ელიზე (პარიზი). 2016 წელს არტისტს მეცხრამეტე საუკუნის მუსიკალური ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის გერმანიის ხმის ჩამწერი აკადემიის პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო Echo Klassik გადაეცა. 2015 წელს ხატიამ ინგლისური ჯგუფის "ქოლდფლეის" სტუდიურ ალბომში A Head Full of Dreams შესულ კომპოზიციაზე Kaleidoscope იმუშავა. ამ ეტაპზე მუსიკოსი საფრანგეთში მოღვაწეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული