Thumbnail
ფოტო: popmusic

popmusic-ის ჰიპ ჰოპ პროექტის, B2B Cypher-ის დასკვნით, მეხუთე ეპიზოდში მაყურებელთა წინაშე ქართველი რეპერები Masteri და Kay G წარდგნენ.

ნახეთ: B2B Cypher - ყველა ეპიზოდი

კომპოზიციის ინსტრუმენტალი ჰარუტ მარტიროსიანს, ფსევდონიმით HaruTune, ეკუთვნის. ტრეკი Ghost Records-ის მხარდაჭერითაა ჩაწერილი. პროექტის პროდიუსერი ოთარ ბურკიაშვილია, რეჟისორები კი გიორგი ლიფონავა და გიორგი ტყებუჩავა არიან.

გიორგი პავლიაშვილმა, სასცენო სახელით მასტერი, მუსიკალური კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო. მისი ერთ-ერთი პირველი წარმატებული ჩანაწერი "მომე" გახლავთ. ამ ნამუშევარზე მუშაობისას, არტისტმა მის უფროს კოლეგებთან, კაბუსთან და ძვალთან ითანამშრომლა. მუსიკოსი საკუთარ სიმღერებში ხშირად იყენებს ძველი ქართული ტრეკების სემპლებს. მისი ცნობილი კომპოზიციებია "დამსინა", "შენ წამოდი" და "დარჩი რა".

გიორგი ქებურიამ, ფსევდონიმით ქეი ჯი, კი შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში, სოლო კარიერით დაიწყო. მისი ცნობილი ტრეკებია "5 ლარი", "კერძო საკუთრება", "ჩემით" და "260-6". 2015 წელს არტისტი პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს "ბირჟა მაფია" შეუერთდა და მიშკა მგალობლიშვილთან, იგივე Young Mic-თან, ერთად ისეთი ცნობილი კომპოზიციები გაავრცელა, როგორებიცაა "ხლაპუშკა" და "თსლ შავი ზედა".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული