Thumbnail

ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი Quavo ახალ კომპოზიციას Champagne Rosé ავრცელებს. ჩანაწერში ლეგენდარული პოპ შემსრულებელი Madonna და ქუავოს კოლეგა Cardi B მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Murda Beatz გახლავთ. ნამუშევარი ქუავოს ახალგავრცელებულ სადებიუტო ალბომში Quavo Huncho შედის.

მოუსმინეთ: რეპერი Quavo სადებიუტო ალბომს Quavo Huncho ავრცელებს

► ნახეთ: რეპერი Quavo კომპოზიციის Bubble Gum ვიდეორგოლს ავრცელებს 

ქუავომ მუსიკალური კარიერა 2008 წელს ჰიპ ჰოპ გაერთიანება "მიგოსში" მოღვაწეობით დაიწყო. ჯგუფმა დღემდე სამი ალბომი გაავრცელა, რომელთაგან ორი Culture და Culture II კომერციულად წარმატებული გამოდგა. კოლექტივის ლიდერმა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Quavo Huncho ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული