Thumbnail

ემი უაინჰაუსის ჰოლოგრამა მსოფლიო ტურნეს გამართავს

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

შვიდი წლის წინ გარდაცვლილი ინგლისელი მუსიკოსის, ემი უაინჰაუსის თაყვანისცემლები მომავალი წლიდან პოპვარსკვლავის კონცერტებზე დასწრებას შეძლებენ. არტისტის ჰოლოგრამა ცოცხალ ბენდთან ერთად შოუებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამართავს.

► ფოტოგალერეა: ემი უაინჰაუსი პოპულარობამდე

► პოლ მაკკარტნი: როდესაც შანსი მქონდა, ემი უაინჰაუსი უნდა გადამერჩინა

უაინჰაუსის ოჯახის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ტურნედან შემოსული თანხა მუსიკოსის სახელობის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. რომელიც უსახლკარო, ნარკოდამოკიდებულ და ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდებს ეხმარება.

ემი უაინჰაუსმა სადებიუტო ალბომი Frank 2003 წელს გამოუშვა. ჯაზის ელემენტებით გაჯერებული ჩანაწერი ბრიტანული მუსიკალური ჩარტების წამყვან პოზიციაზე მოექცა. 2006 წელს გამოცემული მეორე სტუდიური ალბომი Back To Black კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ნამუშევარმა 5 გრემი დაიმსახურა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა You Know I'm No Good, Back To Black, Rehab და Tears Dry On Their Own მოუტანა. 

2011 წელს მუსიკოსი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად ალკოჰოლით ინტოქსიკაცია დასახელდა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული