ფრედი მერკურის, ბრაიან მეის, როჯერ ტეილორისა და ჯონ დიკონის ლეგენდარული კოლექტივი Queen ლონდონში 1970 წელს შეიქმნა. არსებობის განმავლობაში ბენდმა 150-ზე მეტი სიმღერა და 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა, რომელთაგანაც შვიდს სხვადასხვა დროს ბრიტანულ ჩარტებში პირველი პოზიცია ეკავა.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ქუინის" თითოეულ წევრს ბილბორდის ათეულში შესული მინიმუმ ერთი ჰიტი აქვს დაწერილი. ჯგუფი ფლობს ჯილდოს მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და 2001 წლიდან როკ-ენ-ნროლის დიდების დარბაზის წევრია.
► ნახე სხვა ქვიზები
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებთ. თუ ფიქრობთ, რომ ამ უკვდავი ბენდის ისტორიას საკმარისად კარგად იცნობთ, შეგიძლიათ, ქვიზის შევსებას ახლავე შეუდგეთ.
რა ერქვა ბრაიან მეის და როჯერ ტეილორის ჯგუფს მანამ, სანამ 1970 წელს მათ ფრედი მერკური შეუერთდებოდა?

ვისი დიზაინით შეიქმნა Queen-ის ცნობილი ლოგო?

რა ჰქვია ჯგუფ Queen-ის პირველ სინგლს?

რა ერქვა Bohemian Rhapsody-ის სამუშაო ვერსიას, რომლის წერაც ფრედი მერკურიმ 1968 წელს დაიწყო?

რომელ შემსრულებელთან ერთად ჩაწერა Queen-მა სიმღერა Under Pressure?

რას ეძღვნება Queen-ის სიმღერა I Want to Break Free?

რომელი ფილმისთვის დაიწერა Queen-ის სიმღერის A Kind of Magic თავდაპირველი ვერსია?

რას მიუძღვნა ფრედი მერკურიმ სიმღერა Delilah?

რომელ ჯგუფს მიუძღვნეს Queen-ის წევრებმა სიმღერა Innuendo?

ვის გადააცვა ფრედი მერკურიმ კაცის სამოსი გეი ბარ Royal Vauxhall Tavern-ში შესაპარებლად?

1982 წელს გამოსული Queen-ის რომელი ვიდეოკლიპის ტელეთერში გაშვება აკრძალეს MTV-ს მესვეურებმა?

რა ჰქვია ფრედი მერკურის მიერ ჩაწერილ უკანასკნელ სიმღერას?

უკეთესადაც შეიძლებოდა!
როგორც ჩანს, Queen-ის ისტორიას არც ისე კარგად იცნობ. თუმცა, გულს ნუ დაიწყვეტ. თუ ამ ლეგენდარული ბენდის შესახებ მეტის გაგება მოგინდება, შეგიძლია ჩვენი სტატიების კითხვით დაკავდე.
კარგი შედეგია!
როგორც ჩანს, Queen ძალიან გიყვარს. ცოტა მეტი მონდომება და ყველა კითხვაზე სწორ პასუხს გასცემ.
შესანიშნავი შედეგია!
Queen-ის ისტორიის უბადლო მცოდნე ხარ. დარწმუნებული ვარ, საკუთარი თავით აქამდეც ამაყობდი, თუმცა, ამიერიდან ზურგს ქვიზის შედეგიც გიმაგრებს!
კომენტარები