Thumbnail

ქანიე ვესთისა და ჯეი ზის ალბომი Watch the Throne 2, სავარაუდოდ, აღარ გამოვა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტების, ჯეი ზისა და ქანიე ვესთის ერთობლივი ალბომის Watch the Throne მეორე ნაწილი, სავარაუდოდ, დღის სინათლეს ვერ იხილავს. როგორც გამოცემა RadarOnline-ს წყარომ განუცხადა, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერის გამო ჯეი ზის ქანიესთან ურთიერთობა არ სურს. სტუდიური ნამუშევრის გამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თავად ვესთმა გაავრცელა.

► ქანიე ვესთი: Watch the Throne-ის მეორე ნაწილი მალე გამოვა 

"ჯეი ზისა და ბიონსეს მისი პოლიტიკური განცხადებები არ მოსწონთ. ისინი ფიქრობენ, რომ ქანიე ამას მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად აკეთებს. ორივემ იცის, რომ ვესთი საკუთარ მომავალს პოლიტიკაში ხედავს. მასთან ურთიერთობა არცერთს არ სურს", - ნათქვამია სტატიაში.

კრიტიკის მიუხედავად, ქანიემ ტრამპს მხარი საჯაროდ არაერთხელ დაუჭირა. ბოლო პერიოდში არტისტი მსმენელის წინაშე კეპით ჩნდება, რომელსაც დონალდის სლოგანი Make America Great Again აწერია. ამასთან, ალბომის Ye გავრცელებამდე რეპერმა კომპოზიცია Ye vs The People გამოუშვა. ჩანაწერში ჩიკაგოელმა შემსრულებელმა ტრამპის მიმართ სიმპათია კიდევ ერთხელ გამოხატა. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქანიე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას The Birthday Party-ს დაარქმევს.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა მისი მომავალი პოლიტიკური პარტიის სახელი გაამხილა  

► ქანიე ვესთი დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება

კოლეგებმა პოპულარული ალბომი Watch the Throne გაყიდვაში 2011 წელს ჩაუშვეს. ნამუშევარმა კრიტიკოსებისა და მსმენელის მაღალი შეფასება დაიმსახურა. დღემდე სტუდიური ჩანაწერის ორ მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. მისი მთავარი სინგლები Otis და Niggas In Paris გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული