Thumbnail

ნახეთ: Lady Gaga-ს $22,5 მილიონად შეფასებული სახლის ფოტოები

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ამერიკელი სუპერვარსკვლავი ლედი გაგა კალიფორნიაში, ქალაქ მალიბუში ფეშენებელურ სახლს ფლობს. აპარტამენტი მომღერალმა 2014 წელს 22,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. 

► ნახეთ: Lady Gaga სიმღერაზე Look What I Found გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს

► მოუსმინეთ: Lady Gaga-მ და Bradley Cooper-მა ალბომი A Star Is Born გამოუშვეს

954 კვ.მ. ფართობის ნაგებობაში შვიდი აბაზანა, ხუთი საძინებელი, სამზარეულო და სავარჯიშო ოთახია განთავსებული. წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარე შენობაში ასევე საცურაო აუზითა და საჯინიბოთი სარგებლობაცაა შესაძლებელი.

6 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს კი მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული