Thumbnail

ინდონეზიელი ჰიპ ჰოპ არტისტი ბრაიან იმანუელი, ფსევდონიმით Rich Brian, მსმენელს კომპოზიციაზე History გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ჩანაწერის პროდიუსერი თავად მუსიკოსი გახლავთ. არტისტმა ნამუშევარში თამაშის Ski Safari ერთ-ერთი საუნდტრეკის სემპლი გამოიყენა. ტრეკი ლეიბლის 88rising კომპილაციური ალბომის Head In The Clouds სინგლია.

ბრაიანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს, ფსევდონიმით Rich Chigga, დაიწყო. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2016 წელს გამოშვებული ოქროს სტატუსის მფლობელი კომპოზიციით Dat $tick გახდა. არტისტმა ამავე ტრეკის ალტერნატიული ვერსია გაავრცელა, რომელშიც ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Wu-Tang Clan-ის ერთ-ერთი ლიდერი Ghostface Killah მონაწილეობს. 2018 წლის 2 თებერვალს ჩიგამ გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Amen ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული