Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ ვარსკვლავებს 2018 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიაზე

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლოს ანჯელესში ამერიკული მუსიკის დაჯილდოება (AMA) გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე მოიწონეს თავი. ისინი ღონისძიებაზე არაერთი ცნობილი დიზაინერის სამოსში გამოწყობილი გამოჩნდნენ.

► ნახეთ: 2018 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების გამარჯვებულები

► ნახეთ:Cardi B-იმ AMA 2018-ზe კომპოზიცია I Like It შეასრულა

► ნახეთ: BTS პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც AMA-ს ჯილდოს მოგება შეძლო

გთავაზობთ გამორჩეულად ჩაცმული მუსიკოსების ფოტოებს:

Ciara

ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა სიარამ დაჯილდოებისთვის კაბა Dsquared²-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან შეარჩია.

Taylor Swift

ცერემონიის ერთ-ერთი ტრიუმფატორი ტეილორ სვიფტი წითელ ხალიჩაზე "ბალმანის" ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა.

G-Eazy & Halsey

პოპვარსკვლავი ჰოლზი საღამოზე შეყვარებულთან, რეპერ ჯი-იზისთან ერთად მივიდა.

Cardi B

ქარდი ბიმ არჩევანი "დოლჩე და გაბანას" საღამოს კაბაზე შეაჩერა.

Jennifer Lopez

ჯორჯ შაკრას კაბაში გამოწყობილმა 49 წლის მომღერალმა ფოტოგრაფების ყურადღება მალევე მიიქცია.

Post Malone

რეპერი ფოსთ მელოუნი წითელ ხალიჩაზე "გუჩის" კოსტიუმში გამოწყობილი პოზირებდა. 

Dua Lipa

ინგლისელი სუპერვარსკვლავი დუა ლიპა ჟანბატისტა ვალის თეთრ კაბაში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

Quavo

ამერიკული ჰიპ ჰოპ გაერთიანების, Migos-ის ლიდერს "დოლჩე და გაბანას" კოსტიუმი ეცვა.

Rita Ora

დუა ლიპას მსგავსად, მომღერალი რიტა ორა დაჯილდოებაზე ჟანბატისტა ვალის საღამოს კაბაში გამოწყობილი მივიდა. 

Carrie Underwood

ორსულ ქერი ანდერვუდს სტივენ ქალილის კაბა ეცვა. 

Bebe Rexha

ამერიკელმა მუსიკოსმა ბიბი რექსამ არჩევანი "ბალმანის" კაბაზე შეაჩერა.

Thomas Rhett

ამერიკელი ქანთრი მუსიკოსი, თომას რეთი თავს "გუჩის" ფეხსაცმლით იწონებდა.

Poppy

ამერიკელი არტისტი Poppy შავი ნიღბის დამსახურებით AMA-ზე ყველაზე ეპატაჟურად გამოიყურებოდა. 

Lauren Jauregui

პოპ ჯგუფ Fifth Harmony-ის წევრის კაბამ წითელ ხალიჩაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული