Thumbnail

ნახეთ: The Beatles-ის უცნობი ფოტოები აუქციონზე გაიყიდება

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ლივერპულური ჯგუფის, The Beatles-ის აქამდე უცნობ 124 ფოტოს აუქციონზე გაიტანენ. მუსიკოსები 1965 წელს ავსტრიაში, ფილმის Help! გადასაღებ მოედანზე გერმანელმა ფოტოგრაფმა, ბერნდ კაპელმეიერმა აღბეჭდა.

► პოლ მაკკარტნი: The Beatles-ის სიმღერების ნაწილი არ მახსოვს, ხელახლა ვსწავლობ ხოლმე

► The Beatles პოპულარული ნამუშევრის The White Album საიუბილეო ვერსიას გამოსცემს

► ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ The Beatles-ს?

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული