Thumbnail

ნახეთ: BTS პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც AMA-ს ჯილდოს მოგება შეძლო

ბადრი კობიაშვილი პროფილის ფოტო
ბადრი კობიაშვილი

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში 2018 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების (AMA) ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ერთ-ერთი გამარჯვებული ბოიბენდი BTS გახდა, რომელიც "ხალხის არჩევანის" კატეგორიაში ისეთ არტისტებს არჩიეს, როგორებიც არიან ქარდი ბი, არიანა გრანდე, დემი ლოვატო და შონ მენდესი. 

► ნახეთ: 2018 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების გამარჯვებულები

► ნახეთ: BTS-მა გადაცემაში Good Morning America სიმღერა Idol შეასრულა

"ბითიესი" სამხრეთკორეული მუსიკის ისტორიაში ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც AMA-ს ჯილდოს მოგება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ცერემონიაზე კატეგორიაში "ხალხის არჩევანი" გამარჯვებული წელს პირველად დასახელდა. 

ამჟამად ბიჭები რიგით მესამე მსოფლიო ტურნეს BTS World Tour: Love Yourself ფარგლებში ლონდონში იმყოფებიან. ბოლო კონცერტს მუსიკოსები 2019 წლის 6 აპრილს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გამართავენ.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანეს. ბენდმა 2018 წლის ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ნომინაციაში "ხალხის არჩევანი" ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. კორეელებმა ისეთ არტისტებს აჯობეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივი გახდა, რომელმაც Billboard 200-ისა და Billboard Artist 100-ის პირველი პოზიციების დაკავება შეძლო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული