Thumbnail

ნახეთ: Cardi B-იმ AMA 2018-ზe კომპოზიცია I Like It შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა Cardi B-იმ ამერიკული მუსიკის დაჯილდოებაზე (AMA) სამხრეთამერიკელ მუსიკოსებთან, Bad Bunny-სა და J Balvin-თან ერთად კომპოზიცია I Like It შეასრულა. ტრეკი ქარდის სადებიუტო ალბომში Invasion of Privacy არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში გაზაფხულზე ჩაეშვა. აღსანიშნავია, რომ რეპერმა ცერემონიაზე საუკეთესო ჰიპ ჰოპ არტისტის კატეგორიაში გაიმარჯვა.

► ნახეთ: Cardi B-ის Offset-მა 200,000-დოლარიანი ლამბორგინი აჩუქა

► რეპერი Cardi B შესაძლოა, გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს

► Cardi B პირველი ქალი რეპერია, რომლის სამი კომპოზიციაც ბილბორდის ჩარტის ლიდერი გახდა

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი შარშან, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing).

კომენტარები

ბოლოს დამატებული